Episodes
Tuesday Oct 11, 2016
ნაწილი 10: ნაპოლეონი და ომის ხელოვნება
Tuesday Oct 11, 2016
Tuesday Oct 11, 2016
ცოტა გრძელი პაუზის შემდეგ, ვაგრძელებთ ჩვენს საუბარს და დღევანდელ პოდკასტში განვიხილავთ ნაპოლეონის სამხედრო ხელოვნებას.
Tuesday Oct 18, 2016
ნაწილი 11: მზადება იტალიაში ლაშქრობისათვის, 1796 წლის გაზაფხული
Tuesday Oct 18, 2016
Tuesday Oct 18, 2016
ამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ნაპოლეონის პირველი იტალიური ლაშქრობისათვის მზადების პერიოდს (1796 წლის თებერვალი-აპრილი), პოლიტიკურ სიტუაციას, მებრძოლ მხარეთა სამხედრო ძალებს, რიცხოვნობას და მიზნებს. პოდკასტის დასაწყისში გამოვიყენეთ ცნობილი ფრანგული სამხედრო სიმღერა La Chanson de l'oignon.
Tuesday Oct 25, 2016
ნაწილი 12: პირველი იტალიური გამარჯვებები
Tuesday Oct 25, 2016
Tuesday Oct 25, 2016
1796 წლის აპრილში გენერალ ბონაპარტის „იტალიის არმია" ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით სარდინია-პიემონტში შეიჭრა და იქ განლაგებულ ავსტრიელ და სარდინიელ ჯარებზე იერიში მიიტანა. ლაშქრობის პირველი ორი კვირა ფრანგებისათვის მეტად წარმატებული გამოდგა. 11-15 აპრილს ბონაპარტმა მოიპოვა გამარჯვებები მონტენოტესთან, მილეზიმოსთან, კოსერიასთან და დეგოსთან. შედეგად, მან შეძლო მოკავშირეთა პოზიციების გარღვევა და ცენტრალური პოზიციის დაკავება. აპრილის ბოლოსთვის, მოწინააღმდეგეთაგან ერთი, სარდინია-პიემონტი, დამარცხებული და ასპარეზიდან უკვე გამოთიშული იყო, ხოლო მეორე, ავსტრიელები, უკუგდებული მდინარე პოსკენ.
Friday Nov 04, 2016
ნაწილი 13: ლოდისთან ბრძოლა და ლომბარდიის დაპყრობა
Friday Nov 04, 2016
Friday Nov 04, 2016
ამ პოდკასტში ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის 1796 წლის იტალიური კამპანიის შესახებ, მიმოვიხილავთ პიემონტის ომიდან გამოთიშვის შემდეგ არსებულ სიტუაციას, ფრანგების ახალ შეტევას ავსტრიელებზე და ბრძოლას ლოდისთან (1796 წ. 10 მაისი) რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ნაპოლეონზე.
Friday Nov 18, 2016
ნაწილი 14: იტალიური კამპანიის მეორე ეტაპი, 1796 წ. ივნისი-ნოემბერი
Friday Nov 18, 2016
Friday Nov 18, 2016
ორ კვირიანი პაუზის შემდეგ, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის 1796-1797 წლების იტალიურ კამპანიაზე და მიმოვიხილავთ პავიის აჯანყებას ფრანგთა წინააღმდეგ, ნაპოლეონის გალაშქრებას მდინარე მინჩიოს გადაღმა, ფელდმარშალ ვურმზერის არმიასთან ბრძოლის მეორე ეტაპს და ავსტრიელთა კონტრშეტევას ფელდმარშალ იოზეფ ალვინცის მეთაურობით.