Episodes

Tuesday Sep 12, 2017
ნაწილი 30: "გამარჯვების საყვარელი შვილი": მარშალი ანდრე მასენა
Tuesday Sep 12, 2017
Tuesday Sep 12, 2017
საფრანგეთის მარშლებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია ანდრე მასენას, ნიჭიერ მაგრამ რთულ პიროვნებას რომელსაც ნაპოლეონთან რთული ურთიერთობა აკავშირებდა.

Thursday Oct 12, 2017
ნაწილი 31: ნაპოლეონის რეფორმები (ნაწილი მეორე) და ძალაუფლების კონსოლიდაცია
Thursday Oct 12, 2017
Thursday Oct 12, 2017
დღეს ვსაუბრობთ პოლიტიკურ ოპოზიციაზე რომელსაც ნაპოლეონი წააწყდა 1800-1803 წლებში. ამ პერიოდში პირველი კონსულის წინააღმდეგ არაერთი შეთქმულება მოეწყო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ე.წ. "ჯოჯოხეთური მანქანის" შეთქმულება რომელმაც კინაღამ ისხვერპლა ნაპოლეონი 1800 წლის 24 დეკემბერს. საპასუხოდ ნაპოლეონმა წამოიწყო მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები რომელთა შედეგად მოხდა საკანონმდებლო ორგანოების დასუსტება და პირველი კონსულის ძალაუფლების გაზრდა.

Tuesday Oct 24, 2017
ნაწილი 32: "ომი და მშვიდობა" - ნაპოლეონის "დიპლომატიური შეტევა", 1801-1803 წწ.
Tuesday Oct 24, 2017
Tuesday Oct 24, 2017
"მშვიდობისმყოფელი ნაპოლეონი" (დომინიკ დონკრეს ნახატი)
დღეს საუბარი გვაქვს ნაპოლეონის მიერ, 1801-1803 წწ. წამოწყებულ "დიპლომატიურ შეტევას" რომლის შედეგად მოხდა საფრანგეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენა და, რაც მთავარია, საფრანგეთის ინტერესების გაძლიერება დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

Thursday Nov 09, 2017
ნაწილი 33: ენგიენის ჰერცოგის საქმე და იმპერიის გამოცხადება, 1804 წ.
Thursday Nov 09, 2017
Thursday Nov 09, 2017
დღეს განვიხილავთ როიალისტების მიერ მოწყობილ კიდევ ერთ შეთქმულებას რომლის საპასუხოდ ნაპოლეონმა ბრძანა ლუი ანტუან ანრი დე ბურბონ-კონდე, ენგიენის ჰერცოგის, დაპატიმრება და გასამართლება. ახალგაზრდა ჰერცოგის დახვრეტა იმპერატორის საბედისწერო გადაწყვეტილება იყო - ფუშეს თქმით, "ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა“ - რომლის შედეგად შეირყა საზოგადოებრივი აზრი და დაჩქარდა მესამე ანტიფრანგული კოალიციის ჩამოყალიბება. ამავე დროს როიალისტური შეთქმულებების ნიადაგზე მოხდა საფრანგეთში პირველი იმპერიის გამოცხადება.

Tuesday Nov 14, 2017
ნაწილი 34: მესამე კოალიციის ომი, ნაწილი 1 - ულმი
Tuesday Nov 14, 2017
Tuesday Nov 14, 2017
ავსტრიელთა დანებება ულმთან, 1805 წ. 20 ოქტომბერს (რენე ბერთონის ნახატი)
დღევანდელი პოდკასტში განვიხილავთ პოლიტიკურ მდგომარეობას 1803-1805 წლების ევროპაში, ამიენის ზავის შედეგებს, ახალი ანტიფრანგული კოალიციის ფორმირებას ავსტრიის, ინგლისის და რუსეთის მონაწილეობით. ასევე ნაპოლეონის მზადებას მოსალოდნელი ომისთვის, „დიდი არმიის" ფორმირებას და კოალიციასთან მიმდინარე ომის სამხედრო მოქმედებებს აუსტერლიცის გენერალურ ბრძოლამდე.

Wednesday Dec 27, 2017
ნაწილი 35: მესამე კოალიციის ომი, ნაწილი 2 - "აუსტერლიცის მზე"
Wednesday Dec 27, 2017
Wednesday Dec 27, 2017
ფრანსუა ჟერარის ნახატი, "აუსტერლიცის ბრძოლა, 1805 წ. 2 დეკემბერი," (1810 წ.)
ნაპოლეონის ბრძოლებს შორის აუსტერლიცი ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავია. აქ ჩვენ ვხედავთ მხედართმთავრის ბრწყინვალე ჩანაფიქრს, ადგილმდებარეობის შესანიშნავად გააზრებას და გამოყენებას, დროის საუცხოო შეგრძნებას, კორპუსებზე დაფუძნებული ახალი სისტემის უპირეტესობას, თვით ჯარისკაცების შესანიშნავ გაწვრთნას და დისციპლინას, და ოფიცერთა ჩინებულ მეთაურობას. აუსტერლიცთან ნაპოლეონმა მოახერხა მტრისთვის საკუთარი გეგმის მოხვევა, სასტიკად დაამარცხა იგი და ევროპის ბედი შეცვალა.

Tuesday Jan 09, 2018
ნაწილი 36: ევროპა აუსტერლიცის შემდეგ, 1806 წ. იანვარი-აგვისტო
Tuesday Jan 09, 2018
Tuesday Jan 09, 2018
ნაპოლეონის და ფრანცის შეხვედრა აუსტერლიცის შემდეგ (ანტუან-ჟან გროს ნახატი)
ამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ევროპის მოვლენებს 1805 წელს - პრესბურგისა და შონბრუნის ზავებს, ნაპოლეონის მიერ ცენტრალური ევროპის ახლებურ მოწყობას, რაინის კონფედერაციის ჩამოყალიბებას, საღვთო რომის იმპერიის გაუქმებას, ურთიერთობას დამარცხებულ ავსტრიის იმპერიასთან, ვითარებას ინგლისში უილიამ პიტის სიკვდილი შემდეგ, მოლაპარაკებებს პრუსიის სამეფოსთან და საფრანგეთ-პრუსიის მომავალი ომის მიზეზებს.

Thursday Jan 18, 2018
ნაწილი 37: "იაკობინელი მეფე" - მარშალი ჟან ბატისტ ბერნადოტი
Thursday Jan 18, 2018
Thursday Jan 18, 2018
დღეს გვინდა მოგიყვეთ ერთი საინტერესო ადამიანის შესახებ რომელსაც მართლაც რომ გამორჩეული ბედი ხვდა წილად. საუბარი გვაქვს ერთ ხანს მგზნებარე რევოლუციონერზე, შემდეგ იმპერიის მარშალზე და ბოლოს შვედეთის მეფეზე ჟან ბატისტ ბერნადოტზე.
ამ ეპიზოდში გამოვიყენეთ ცნობილი ბეარნელი სიმღერის "O mon pais" (ჰოი ჩემო მხარევ) ნაწვეტი.

Thursday Feb 15, 2018
ნაწილი 38: პრუსიის დაცემა, 1806 წ.
Thursday Feb 15, 2018
Thursday Feb 15, 2018
პოდკასტში განვიხილავთ 1806 წლის მოვლენებს: საფრანგეთისა და ევროპის სახელმწიფოების ურთიერთობებს მოსალოდნელი ომის ზღვარზე; პრუსია-საფრანგეთის ომის დასაწყისს, ბრძოლებს, ზაალფელდთან, იენასა და აუერშტადტთან, პრუსიის არმიის დევნასა და ბერლინის დაკავებას ნაპოლეონის მიერ.

Tuesday Mar 06, 2018
ნაწილი 39: პირველი პოლონური კამპანია (1806-1807წწ) და ტილზიტის ზავი.
Tuesday Mar 06, 2018
Tuesday Mar 06, 2018
"ნაპოლეონის და ალექსანდრეს შეხვედრა მდინარე ნემანზე" (ადოლფ რენის ნახატი)
ამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ნაპოლეონის მიერ პრუსიის განადგურების შემდგომ მოვლენებს (1807 წ.) ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში: ომს რუსებთან, რომლის ფარგლებშიც მოხდა ცნობილი ბრძოლები ეილაუსთან და ფრიდლანდთან და ტილზიტის ზავს - ნაპოლეონის ომების პირველი ეტაპის დამაგვირგვინებელ ფაზას.