Episodes
Sunday Apr 01, 2018
ნაწილი 40: "შტაბის გენია" - მარშალი ლუი ალექსანდრე ბერტიე
Sunday Apr 01, 2018
Sunday Apr 01, 2018
დღეს ვსაუბრობთ ნაპოლეონის ერთ-ერთ საუკეთესო გენერალზე, მარშალზე ლუი ალექსანდრე ბერტიეზე.
Thursday Apr 12, 2018
ნაწილი 41: კონტინენტური სისტემა
Thursday Apr 12, 2018
Thursday Apr 12, 2018
დღევანდელ პოდკასტში ჩვენ ვსაუბრობთ ნაპოლეონის ომების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, კონტინენტურ სისტემაზე, რომელიც წარმოადგენდა ნაპოლეონის განსაკუთრებულ ეკონომიკურ პოლიტიკას ევროპაში ინგლისის, როგორც დიდი სავაჭრო-საზღვაო იმპერიის წინააღმდეგ.
Thursday Apr 19, 2018
ნაწილი 42: ნაპოლეონი და იბერიის ნახევარკუნძული, 1807-1808 წწ.
Thursday Apr 19, 2018
Thursday Apr 19, 2018
პოდკასტში განვიხილავთ საფრანგეთისა და პირენეის ნახევარკუნძულის ქვეყნების - ესპანეთისა და პორტუგალიის - ურთიერთობას, ნაპოლეონის ინტერესებს ამ ქვეყნებში, პოლიტიკურ ინტრიგებს, ფრანგულ სამხედრო ინტერვენციას და ე.წ. „ნახევარკუნძულის ომის" (Peninsular war) პირველ ეტაპს.
Sunday May 27, 2018
ნაწილი 43: "ნაპოლეონი და საქართველო" - ინტერვიუ პროფ. კალანდაძესთან
Sunday May 27, 2018
Sunday May 27, 2018
პროფ. მერაბ კალანდაძე (ფოტო დ. ბრაგვაძის ბლოგიდან)
გთავაზობთ ჩვენს ინტერვიუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მერაბ კალანდაძესთან. პროფ. კალანდაძე უკვე მრავალი წელია იკვლევს და ასწავლის ნაპოლეონის ეპოქის ისტორიას საქართველოში და არის რამდენიმე ათეული ნაშრომის ავტორი.
Thursday Jul 19, 2018
ნაწილი 44: ერფურტის კონგრესი და ნაპოლეონის ესპანური კამპანია, 1808 წ.
Thursday Jul 19, 2018
Thursday Jul 19, 2018
ნაპოლეონის შეხვედრა ავსტრიის ელჩთან ერფურტის კონგრესის დროს. მარჯვენა მხარეს სავარძელთან დგას რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე (ნიკოლას გოსეს ნახატი)
დღეს ვსაუბრობთ ქალაქ ერფურტში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია ნაპოლეონს და პრაქტიკულად არც ერთ საკითხში არ დაუთმო მას. არადა, ნაპოლეონს ძალიან სჭირდებოდა რუსეთის მხარდაჭერა, რადგანაც ის ამ დროს ღრმად ჩაეფლო ესპანეთში.
პოლონელთა იერიში ესპანელთა პოზიციებზე სომოსიერას ხეობაში (იანუარი სუხოდოლსკის ნახატი)