Episodes
Thursday Jun 15, 2017
ნაწილი 25: "დიდი არმიის როლანდი" - მარშალი ჟან ლანი
Thursday Jun 15, 2017
Thursday Jun 15, 2017
დღევანდელ პოდკასტში ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის მარშლებზე, და ამჯერად ყურადღების ცენტრშია ნაპოლეონის ერთ-ერთ საუკეთესო მარშალი ჟან ლანი. ამ დღეებში ვაპირებთ კიდევ ერთი პოდკასტის ჩაწერას რომელშიც ვისაუბრებთ 18 ბრიუმერის გადატრიალების შემდეგ ნაპოლეონის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციაზე და ჩატარებულ რეფორმებზე.
Friday Jul 07, 2017
ნაწილი 26: ნაპოლეონის რეფორმები
Friday Jul 07, 2017
Friday Jul 07, 2017
დღეს ვსაუბრობთ ნაპოლეონის მიერ წამოწყებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე რომელთა შედეგად მოხდა საფრანგეთში წესრიგის და სტაბილურობის აღდგენა, ახალი ადმინისტრაციული, სასამართლო, განათლების და სხვა სისტემების ჩამოყალიბება.
Tuesday Jul 18, 2017
ნაწილი 27: მამაცთა შორის უმამაცესი: მარშალი მიშელ ნეი
Tuesday Jul 18, 2017
Tuesday Jul 18, 2017
დღეს ვსაუბრობთ ნაპოლეონის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მარშალზე, მიშელ ნეიზე.
Wednesday Aug 23, 2017
ნაწილი 28: ნაპოლეონი, ფუშე და პოლიციური სახელმწიფოს შექმნა
Wednesday Aug 23, 2017
Wednesday Aug 23, 2017
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტს! დღეს ვსაუბრობთ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე: ნაპოლეონის მიერ პოლიციური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ბევრი თანამედროვე მკვლევარის აზრით ნაპოლეონი ერტ-ერთი პირველი სახელმწიფო მოღვაწე იყო რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე პოლიციურ სახელმწიფოს ანუ სახელმწიფო წყობის ისეთ ფორმას როდესაც მმართველი ხელისუფლება თავისი აღმასრულებელ-ადმინისტრაციული ორგანოების (განსაკუთრებით პოლიციის რესუსრსებით) მეშვეობით ახორციელებს საზოგადოებაზე საყოველთაო კონტროლს.
Tuesday Sep 05, 2017
ნაწილი 29: მარენგოს კამპანია
Tuesday Sep 05, 2017
Tuesday Sep 05, 2017
ლუი-ფრანსუა ლეჟენის ნახატი, "მარენგოს ბრძოლა" (1802 წ.)
დღეს ვსაუბრობთ ნაპოლეონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებაზე, 1800 წლის 14 ივნისს, სოფელ მარენგოსთან. მართალია ნაპოლეონმა დაიპყრო ჩრდილოეთ იტალია 1796-1797 წწ. მაგრამ ალექსანდრე სუვოროვის იტალიაში ლაშქრობის შემდეგ ავსტრიამ შეძლო იტალიის დაბრუნება. 1800 წელს ომი განახლდა. ბონაპარტმა მოულოდნელად გადალახა ალპები, შეიჭრა იტალიაში და ავსტრიის არმიის საკომუნიკაციო ხაზებს მიადგა. 14 ივნისს მარენგოსთან ავსტრიელებმა ჭარბი ძალებით ფრანგებს შეუტიეს და უკან დაახევინეს მაგრამ ბრძოლის ველზე გენერალ ლუი დეზეს 2 დივიზიის მოსვლამ ბრძოლის ბედი ფრანგების სასარგებლოდ გადაწყვიტა. ავსტრიელები დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ ჩრდილოეთი იტალია დაეტოვებინათ.