Episodes
Tuesday Mar 07, 2017
ნაწილი 20: ლაშქრობა ეგვიპტეში, 1798 წ. აგვისტო - 1799 წლის ივნისი
Tuesday Mar 07, 2017
Tuesday Mar 07, 2017
დღეს საუბარი გვაქვს ნაპოლეონის მიერ ეგვიპტეში ჩატარებულ რეფორმებზე და 1799 წლის კამპანიაზე პალესტინაში. მართალია ფრანგებმა რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს, მათ შორის თაბორის მთასთან სახელგანთქმულ ბრძოლაში, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ შეძლეს სენ ჟან დ'აკრის ციხესიმაგრის აღება და ეგვიპტეში დაბრუნდნენ.
Tuesday Mar 14, 2017
ნაწილი 21: ეგვიპტის კამპანიის დასასრული, 1799 წ.
Tuesday Mar 14, 2017
Tuesday Mar 14, 2017

Wednesday Apr 05, 2017
ნაწილი 22: 18 ბრუმერი
Wednesday Apr 05, 2017
Wednesday Apr 05, 2017
პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ საფრანგეთის მდგომარეობას 1798-1799 წლებში და ომს მეორე ანტიფრანგული კოალიციის წინააღმდეგ; ნაპოლეონის დაბრუნებას ეგვიპტიდან, 1799 წლის ნოემბრის მოვლენებს, 18-19 ბრიუმერის სახელმწიფო გადატრიალებას და დირექტორიის მმართველობის დასრულებას.
Tuesday May 09, 2017
ნაწილი 23: ძალაუფლების განმტკიცება, 1799 ნოემბერი - 1800 მარტი
Tuesday May 09, 2017
Tuesday May 09, 2017
დღევანდელ პოდკასტში განვიხილავთ საფრანგეთში 1799 წლის 18-19 ბრიუმერის მოვლენების შემდგომ განვითარებულ პროცესებს; ნაპოლეონის, სიესისა და როჟე დიუკოს ერთობლივ კონსულობას, მუშაობას ახალ კონსტიტუციაზე და მის გამოქვეყნებას.
Wednesday May 10, 2017
ნაწილი 24: "რკინის მარშალი" ლუი ნიკოლა დავუ
Wednesday May 10, 2017
Wednesday May 10, 2017
პატიოსანი, თავდაუზოგავი, პირდაპირი და ულმობელი - ასეთი იყო ნაპოლეონის ერთ-ერთი საუკეთესო მარშალი ლუი ნიკოლა დავუ (Louis-Nicolas Davoût). წმ. ელენეს კუნძულზე მყოფი ნაპოლეონი, მრავალი წლის გადასახედიდან აღნიშნავდა, რომ დავუ იყო "საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და უმწიკვლო გმირი." როგორც მხედართმთავარი, დავუ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში და თავისი სამხედრო ნიჭი არაერთხელ გამოავლინა ბრძოლის ველზე.