Episodes
Friday Mar 15, 2019
ნაწილი 55: "უშიშარი მარშალი" ნიკოლა შარლ უდინო
Friday Mar 15, 2019
Friday Mar 15, 2019
მარშალი ნიკოლა შარლ უდინო, რეჯიოს ჰერცოგი (ლევეზუ დე ვეზინის ნახატი)
1812 წლის კამპანიის დროს თავი გამოიჩინა მარშალმა ნიკოლა შარლ უდინომ, ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ მისი ცხოვრების მოკლე მიმოხილვა.
Wednesday Apr 17, 2019
ნაწილი 56: რუსეთის კამპანია, 1812 წ. ნაწილი 2: ნემანიდან სმოლენსკამდე
Wednesday Apr 17, 2019
Wednesday Apr 17, 2019
დღეს განვიხილავთ რუსეთის კამპანიის პირველ ნახევარს. ნაპოლეონის დიდმა არმიამ გადალახა მდინარე ნემანი მაგრამ ვერ შეძლო რუსებისათვის ბრძოლის თავზე მოხვევა. რუსული ჯარები სმოლენსკისაკენ უკან იხევენ.
Wednesday Jun 26, 2019
ნაწილი 57: რუსეთის კამპანია, 1812 წ. ნაწილი 3: ბოროდინოს ბრძოლა
Wednesday Jun 26, 2019
Wednesday Jun 26, 2019
ბოროდინოს ბრძოლა, მხატვარი ლუი ლეჟენი, რომელმაც უშუალო მონაწილეობა მიიღო ბრძოლაში (მსახურობდა მარშალ დავუს კორპუსში)
დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ ბოროდინოს ბრძოლას, ნაპოლეონის ომების ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმღვრელ ბრძოლას სადაც, 1812 წლის 7 სექტემბერს, თორმეტ საათიანი ბრძოლის შემდეგ ნაპოლეონის ჯარმა ვერ შეძლო რუსული არმიის დამარცხება, თუმცა მეორე დღეს რუსმა მთავარსარდალმა მიხეილ კუტუზოვმა უკანდახევის ბრძანება გასცა და მოსკოვისაკენ დაიხია.
Tuesday Aug 06, 2019
ნაწილი 58: რუსეთის კამპანია, 1812 წ. ნაწილი 4: მოსკოვის ხანძარი და უკან დახევა
Tuesday Aug 06, 2019
Tuesday Aug 06, 2019
("ნაპოლეონის უკან დახევა", პოლონელი მხატვარი ჟერზი კოსაკი)
ამ ეპიზოდში ჩვენ ვაგრძელებთ ნაპოლეონის 1812 წლის რუსული კამპანიის განხილვას და ვეხებით მის მეორე ეტაპს - მოსკოვის დაკავებას, ნაპოლეონის საბედისწერო შეყოვნებას რუსეთში და ხანგრძლივ და რთულ უკან დახევას, რომელმაც „დიდი არმია“ შეიწირა.
Friday Aug 09, 2019
ნაწილი 59: "ყველაზე უმანკო ადამიანი": დომენიკ-ჟან ლარეი
Friday Aug 09, 2019
Friday Aug 09, 2019
დომენიკ-ჟან ლარეის პორტრეტი (ან-ლუი ჟიროდე-ტრიოსონის ნახატი, ლუვრის მუზეუმი)
ჟან-დომენიკ ლარეი... ამ კაცის სახელი დღესდღეობით არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის მაგრამ ნაპოლეონის ომების პერიოდში ლარეი მთელს ევროპაში იყო ცნობილი და მას დიდ პატივს სცემდნენ. ლარეი იყო ფრანგული ჯარის მთავარი ქირურგი და სამხედრო მედიცინის უბადლო ნოვატორი რომელმაც ათასობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. "თუ ოდესმე საჭირო გახდა ჯარის საპატივცემულოდ ერთი პიროვნების ძეგლის დადგმა," აღნიშნა ნაპოლეონმა, "ეს პიროვნება უთუოდ ლარეი უნდა იყოს. ის ხომ ყველა დაჭრილსა და დამაშვრალსა თავისი ოჯახის წევრად თვლის."