Episodes
Wednesday Oct 24, 2018
ნაწილი 50: "Le Grand Empire" - ნაპოლეონის იმპერია 1809-1811 წლებში
Wednesday Oct 24, 2018
Wednesday Oct 24, 2018
1805-1809 წლებში მოპოვებული გამარჯვებების შედეგად ნაპოლეონს მიეცა საშუალება შეექმნა დიდი იმპერია რომელიც, მის წარმოდგენაში, აწი უკვე დაშლილი საღვთო რომის იმპერიის ადგილს დაიკავებდა და ევროპის გაერთიანებას დაისახავდა მიზნად. ნაპოლეონის ამ მისწრაფებამ, მიუხედავად იმისა რომ ის ხანმოკლე აღმოჩნდა, დიდი ზეგავლენა იქონია თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების და საზოგადოებების ჩამოყალიბების პროცესში. იმპერიულ რეჟიმს ახასიათებდა როგორც პროგრესული ისე რეაქციული მისწრაფებები, რის გამოც ფრანგი ისტორიკოსი ლუი ბერჟერონი აღნიშნავს რომ “პარადოქსალურია მაგრამ ნაპოლეონი ერთდროულად უსწრებდა და ჩამორჩეოდა თავის დროს, ის ერთდროულად იყო განმანათლებლობის ეპოქის უკანასკნელი დესპოტი და ამავე დროს თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი.“
Thursday Dec 06, 2018
ნაწილი 51: "Rule, Britannia, rule the waves! ტრაფალგარის ბრძოლა, 1805 წ.
Thursday Dec 06, 2018
Thursday Dec 06, 2018
ტრაფალგარის ბრძოლა (ოგიუსტ მაიერის ნახატი). წინა პლანზე განადგურებული ხომალდი არის ფრანგული სახაზო გემი Bucentaure.
დღევანდელ ეპიზოდში განვიხილავთ ტრაფალგარის ბრძოლას, 1805 წლის 21 ოქტომბერს, სადაც ადმირალ ჰორაციო ნელსონის ფლოტმა გაანადგურა საფრანგეთის და ესპანეთის გაერთიანებული საზღვაო ძალები.
Wednesday Jan 16, 2019
ნაწილი 52: ბრიტანული ექსპედიციები სამხრეთ აფრიკაში და არგენტინაში (1806-1807 წწ.)
Wednesday Jan 16, 2019
Wednesday Jan 16, 2019
გენერალ ბერესფორდის და ბრიტანული საექსპედიციო კორპუსის დანებება ბუენოს აერესში 1806 წელს (მხატვარი შარლ ფუქერე, 1909 წ.)
დღევანდელ ეპიზოდში განვიხილავთ ბრიტანეთის მიერ მოწყობილ ექსპედიციებს სამხრეთ აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში, 1806-1807 წწ.
Wednesday Feb 13, 2019
ნაწილი 53: ნაპოლეონის ომები სამხრეთ აზიაში და შორეულ აღმოსავლეთში, 1807-1811 წწ.
Wednesday Feb 13, 2019
Wednesday Feb 13, 2019
ბრიტანული ფლოტის დამარცხება გრან პორტის ბრძოლაში 1810 წელს (პიერ-ჟულიენ გილბერტის ნახატი).
დღეს განვიხილავთ ნაპოლეონის ომების ზეგავლენას სამხრეთ აზიაში და შორეულ აღმოსავლეთში, მათ შორის ბრძოლას მასკარენის კუნძულებისათვის, ბრიტანული ხელისუფლების დამყარება ინდოეთში, ბრიტანული ექსპედიცია მაკაოში და "ნაგასაკის ინცინდენტი."
Thursday Feb 21, 2019
ნაწილი 54: რუსეთის კამპანია, 1812 წ. ნაწილი 1: დიპლომატიური და სამხედრო სამზადისი
Thursday Feb 21, 2019
Thursday Feb 21, 2019
ფრანგული ჯარის გადასვლა მდინარე ნემანზე, 1812 წ. ივნისში (მაირბახის ნახატი)
პოდკასტში ვსაუბრობთ ევროპის პოლიტიკურ მდგომარეობაზე 1810-12 წლებში; მიმოვიხილავთ რუსეთ-საფრანგეთის 1812 წლის ომის გამომწვევ მიზეზებს, ძალთა ბალანსსა და სტრატეგიებს.