Episodes
Tuesday Aug 14, 2018
ნაწილი 45: 1809 წელი - იმპერატორის უკანასკნელი ტრიუმფი - ნაწილი 1
Tuesday Aug 14, 2018
Tuesday Aug 14, 2018
ხვალე, 15 აგვისტოს, არა მხოლოდ ნაპოლეონის დაბადების დღეა, არამედ ჩვენი პოდკასტისაც. 2 წლის გავხდით! დიდი მადლობა ყველას ვინც ამ 24 თვის განმავლობაში გვამხვნევებდა და გვისმენდა. ამ ხნის განმავლობაში ჩავიწერეთ 45 ეპიზოდი რომლებიც ერთ 35 (!) საათიან ვრცელ საუბარს შეადგენენ. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი და საუბარი გველის. დღეს ვსაუბრობთ 1809 წელს დაწყებულ მეხუთე კოალიციის ომზე. ნაპოლეონმა დაამარცხა ავსტრია მაგრამ ეს მისი უკანასკნელი ტრიუმფი აღმოჩნდა.
Saturday Aug 25, 2018
ნაწილი 46: 1809 წელი - იმპერატორის უკანასკნელი ტრიუმფი - ნაწილი 2
Saturday Aug 25, 2018
Saturday Aug 25, 2018
ჟან-ბატისტ დებრე ნახატი, "ნაპოლეონის მიმართვა ბავარიელი ჯარისკაცებისადმი აბენსბერგის ბრძოლის წინ."
ლუი ჰერზენის ნახატი, "მუტონის შეტევა ლანდსჰუტის ხიდზე"
Monday Sep 17, 2018
ნაწილი 47: 1809 წელი - იმპერატორის უკანასკნელი ტრიუმფი - ნაწილი 3
Monday Sep 17, 2018
Monday Sep 17, 2018
ბრძოლა ასპერნ-ესლინგთან (ფერნანდ კორმონის ნახატი)
ნაპოლეონის დაბრუნება ლობაუს კუნძულზე ასპერნ-ესლინგთან ბრძოლის შემდეგ (ანტონ რიტერ ვონ პერგერის ნახატი)
დღეს ვსაუბრობთ ასპერნ-ესლინგის ბრძოლაზე რომელმაც ორივე მხრიდან 45 ათასი მებრძოლის, მათ შორის ნაპოლეონის ერთ-ერთი საუკეთესო მხედართმთავრის, მარშალი ლანის სიცოცხლე შეიწირა.
Thursday Oct 11, 2018
ნაწილი 48: 1809 წელი - იმპერატორის უკანასკნელი ტრიუმფი - ნაწილი 4
Thursday Oct 11, 2018
Thursday Oct 11, 2018
ნაპოლეონის ვაგრამის ბრძოლის დროს (ორას ვერნეს ნახატი)
დღეს ჩვენ ვასრულებთ მეხუთე კოალიციის ომის განხილვას და ვსაუბრობთ ვაგრამის ბრძოლაზე, ნაპოლეონის ომების ერთ-ერთ უდიდეს შეტაკებაზე რომელიც ნაპოლეონმა მოიგო 1809 წლის 5-6 ივლისს.
ერცჰერცოგი კარლი 1809 წლის კამპანიის დროს (იოჰან პიტერ კრაფტის ნახატი)
Friday Oct 12, 2018
ნაწილი 49: "დიდი არმიის ნესტორი" - მარშალი ფრანსუა ეტიენ კელერმანი
Friday Oct 12, 2018
Friday Oct 12, 2018
ფრანსუა ეტიენ კრისტოფ კელერმანი საფრანგეთის არმიისთვის სიმამაცისა და გამოცდილების სიმბოლოს წარმოადგენდა. ამავე დროს პატიოსნობითა და სამართლიანობით განთქმულ კელერმანს დიდ პატივს სცემდნენ ჯარში. თვით ნაპოლეონმაც ჯეროვნად დააფასა მისი დამსახურებები და საფრანგეთის საპატიო მარშლობა უბოძა. ნაპოლეონის მარშლების უმრავლესობისაგან განსხვავებით, კელერმანმა თავისი წარმატებების დიდ ნაწილს სწორედ ძველი რეჟიმის დროს მიაღწია და ნაპოლეონის ომებში მონაწილეობა არ მიუღია.