Episodes
Thursday Sep 29, 2016
ნაწილი 8: ომი და სიყვარული: 1794-1795 წწ.
Thursday Sep 29, 2016
Thursday Sep 29, 2016
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ 1794-1795 წლებზე, რომლებიც ნაპოლეონისათვის მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა. ქალაქ ტულონის აღების შემდეგ მან გენერლის წოდება მოიპოვა, პოლიტიკური კავშირებიც გააბა, და თითქოს აღმასვლის გზას დაადგა. მაგრამ 1794 წლის ივლისში იაკობინელთა ხელისუფლება დაემხო და გენერალი ბონაპარტი პოლიტიკურად არასაიმედო პირად იქცა. სწორედ ამ პერიოდში მან გაიცნო და შეიყვარა ახალგაზრდა ეჟენი დეზირე კლარი, მაგრამ არც ამ მხრივ გაუმართლა...
შვედეთის დედოფალი დეზირე კლარი, 1820-იანი წლები
1794 წლის გაზაფხულის სამხედრო კამპანიის ადვილად გასაგებად, პოდკასტს თან ვურთავთ (Facebook-ზე) რუკას.
პოდკასტში გამოვიყენეთ ორი რევოლუციური სიმღერა. თავდაპირველად მოისმენთ სიმონ შარლ კატელის მიერ დაწერილ "ჰიმნს ფლერუსის ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებაზე" (Hymne à la victoire sur la bataille de Fleurus) რომელიც საფრანგეთის მიერ 1794 წელს მოპოვებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო გამარჯვების აღსანიშნავად დაიწერა. შემდეგ, თერმიდორის მოვლენების საუბრისას, გამოვიყენეთ 1795 წელს მარი ჟოზეფ შენიეს და ეტიენ ნიკოლა მეჰულის მიერ დაწერილი "9 თერმიდორის ჰიმნი" (Hymne du 9 Thermidor) რომელიც რობესპიერის და მისი იაკობინელების დამხობას ზეიმობს.
Salut ! neuf thermidor, jour de la délivrance,
Tu viens purifier un sol ensanglanté !
Pour la seconde fois, tu fais luire à la France
Les rayons de la liberté ; (bis)
Version: 20241125
Comments (0)
To leave or reply to comments, please download free Podbean or
No Comments
To leave or reply to comments,
please download free Podbean App.