Episodes
Thursday Sep 10, 2020
ნაწილი 77:”რკინის ჰერცოგი,” ართურ უელესლი, ნაწილი 1
Thursday Sep 10, 2020
Thursday Sep 10, 2020
26 წლის ართურ უელესლი ბრიტანული ჯარის ლეიტენანტ პოლკოვნიკის ფორმაში (ჯონ ჰოფნერის ნახატი)
დღევანდელი პოდკასტი წარმოადგენს პირველ ნაწილს ჩვენი საუბრისა სერ ართურ უელსლიზე, მომავალ უელინგტონის ჰერცოგზე.
უელესლი იყო ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი რომელმაც დიდი ღვაწლი შეიტანა ნაპოლეონის დამარცხებაში. ცნობილი თავისი უმკაცრესი გამომეტყველებით და გესლიანი ხასიათით - თანამედროვეევი აღნიშნავდნენ რომ ზრდასრულ კაცებს ტირილამდე მიიყვანდა ხოლმე - უელსლი კონტრასტული ადამიანი იყო. ერთის მხრივ მოკრძალებული გემოვნების და მოთხოვნების კაცი, რომელიც, ამავე დროს, ცნობილი იყო თავისი სექსუალური მადით; ბასრი გონების პატრონი, რომელიც ინტელექტუალური ქედმაღლობით იყო ცნობილი; მას გააჩნდა მოვალეობის განსაკუთრებული გრძნობა მაგრამ ამავე დროს უსამართლოდ მოპჯყრობა და საკუთარი შეცდომების სხვებისთვის დაბრალებაც სჩვეოდა. მის არწივისებურ ცხვირთან ერთად, ის გამოირჩეოდა უჩვეულო სიცილით, ზოგს რომ ცხენის ჭიხვინს აგონებდა. მაგრამ რაც მთავარია უელინგტონს გააჩნდა დიდი სამხედრო და პოლიტიკური ნიჭი რაც მან არაერთხელ ნათლად წარმოაჩინა თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში. ჯარისკაცების მიმართ უელსლი იყო მკაცრი და მომთხოვნი მაგრამ „ბებერი ცხვირა“ (Old Nosey), როგორც მას უწოდებდნენ ჯარში, ასევე სარგებლობდა დიდი ნდომით და მხარდაჭერით რამაც ხელი შეუწყო მას სამხედრო ველზე გამარჯვებების მოპოვებაში.
Comments (2)
To leave or reply to comments, please download free Podbean or
1. ნელსონზე 2. მეტერნიხზე 3. კუტუზოვზე და 4. მიურატზეც პოდკასტები
Wednesday Oct 07, 2020
ტალეირანზე იქნებ დაასრულოთ პოდკასტი. ასევე ძალიან საინტერესო იქნებოდა
Wednesday Oct 07, 2020
To leave or reply to comments,
please download free Podbean App.