საუბრები ნაპოლეონზე header image 1

ნაწილი 12: პირველი იტალიური გამარჯვებები

25Oct

1796 წლის აპრილში გენერალ ბონაპარტის „იტალიის არმია" ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით სარდინია-პიემონტში შეიჭრა და იქ განლაგებულ ავსტრიელ და სარდინიელ ჯარებზე იერიში მიიტანა. ლაშქრობის პირველი ორი კვირა ფრანგებისათვის მეტად წარმატებული გამოდგა. 11-15 აპრილს ბონაპარტმა მოიპოვა გამარჯვებები მონტენოტესთან, მილეზიმოსთან, კოსერიასთან და დეგოსთან. შედეგად, მან შეძლო მოკავშირეთა პოზიციების გარღვევა და ცენტრალური პოზიციის დაკავება. აპრილის ბოლოსთვის, მოწინააღმდეგეთაგან ერთი, სარდინია-პიემონტი, დამარცხებული და ასპარეზიდან უკვე გამოთიშული იყო, ხოლო მეორე, ავსტრიელები, უკუგდებული მდინარე პოსკენ.

Share | Download(Loading)
Podbean App

Play this podcast on Podbean App