Episodes
Saturday Oct 12, 2019
ნაწილი 64: 1813 წლის შემოდგომის კამპანიის დასაწყისი
Saturday Oct 12, 2019
Saturday Oct 12, 2019
ახალ ეპიზოდში განვიხილავთ 1813 წლის შემოდგომის კამპანიის პირველ ნაწილს - ნაპოლეონმა დაამარცხა მოკავშირეები დრეზდენთან მაგრამ ეს გამარჯვება ამაო გამოდგა...
Tuesday Oct 15, 2019
ნაწილი 65: 1813 წლის შემოდგომის კამპანიის დასასრული - "ერების ბრძოლა" ლაიფციგთან
Tuesday Oct 15, 2019
Tuesday Oct 15, 2019
ბრძოლა ლაიფციგთან (ალექსანდრე ზაუერვეიდის ნახატი)
1813 წლის 16-19 ოქტომბერს ქალაქს ლაიფციგთან გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა ნაპოლეონსა და მეექვსე კოალიციის ძალებს შორის. ეს ბრძოლა, რომელმაც მალევე "ერების ბრძოლის" (გერმ. Völkerschlacht bei Leipzig) სახელი მოიხვეჭა, ნაპოლეონის ომების ყველაზე მსხვილი სამხედრო დაპირისპირება იყო. მოკავშირეთა მიერ მოპოვებულმა გამარჯვებამ ბოლო ბოუღო ნაპოლეონის ბატონობას გერმანიაში.
Thursday Oct 17, 2019
ნაწილი 66: შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი - ნაწილი 1
Thursday Oct 17, 2019
Thursday Oct 17, 2019
შარლ მორის დე ტალეირან პერიგორის შესახებ ბევრ ადამიანს სმენია... მასზე საუბრისას ხშირად აღნიშნავენ იმ გარემოებას რომ 1780 წლიდან მოყოლებული, 50 წლის განმავლობაში, მან ემსახურა, და საბოლოოდ ზურგი შეაქცია, საფრანგეთის ყველა მთავრობას. დღეისათვის საზოგადოების წარმოდგენაში ტალეირანი გაიგივებულია ორ-პირა, გაიძვერა პიროვნებასთან რომელმაც არ იცის რა არის მრწამსი თუ პრინციპები, და პირადი სარგებლობის სურვილით მოქმედებს ყოველთვის. მაგრამ ვფიქრობთ ეს ტალეირანის შაბლონური აღწერაა. ამ პოდკასტში ვეცდებით განვიხილოთ ტალეირანის ცხოვრების პირველი ეტაპი და ახალი კვლევების საფუძველზე შევაფასოთ მისი პიროვნება და მოღვაწეობა.