Episodes
Sep 19, 2019
Sep 19, 2019
35 min

ნაპოლეონი და მეტერნიხი დრეზდენში შეხვედრის დროს, 1813 წლის 26 ივნისი.
დღეს განვიხილავთ პლეიშვიცის დაზავებას რომელიც დაიდო ნაპოლეონსა და მოკავშირეებს შორის 1813 წლის ივნისში. მომდევნო ცხრა კვირის განმავლობაში ორთავე მხარე აქტიურად აწარმოებდა დიპლომატიური მოლაპარაკებებს, რომელთა შედეგად ავსტრია განუდგა ნაპოლეონს და მხარი დაუჭირა მეექვსე კოალიციას.
Sep 23, 2019
Sep 23, 2019
50 min

დღეს ჩვენთან სტუმრად არის პროფ. თორნიკე შარაშენიძე, ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და მკვლევარი, ევროპის დიპლომატიის ისტორიაზე არაერთი წიგნის ავტორი. ჩვენი საუბრის თემაა სახელგანთქმული ავსტრიელი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი კლემენს ვენცელ ლოთარ ფონ მეტერნიხი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ნაპოლეონის დამარცხებაში 1813-1815 წწ. პოდკასტის ამ ეპიზოდში ჩვენ განვიხილავთ მის ადრეულ ცხოვრებას და კარიერას 1813 წლამდე.

