Episodes
Tuesday Aug 06, 2019
ნაწილი 58: რუსეთის კამპანია, 1812 წ. ნაწილი 4: მოსკოვის ხანძარი და უკან დახევა
Tuesday Aug 06, 2019
Tuesday Aug 06, 2019
("ნაპოლეონის უკან დახევა", პოლონელი მხატვარი ჟერზი კოსაკი)
ამ ეპიზოდში ჩვენ ვაგრძელებთ ნაპოლეონის 1812 წლის რუსული კამპანიის განხილვას და ვეხებით მის მეორე ეტაპს - მოსკოვის დაკავებას, ნაპოლეონის საბედისწერო შეყოვნებას რუსეთში და ხანგრძლივ და რთულ უკან დახევას, რომელმაც „დიდი არმია“ შეიწირა.
Friday Aug 09, 2019
ნაწილი 59: "ყველაზე უმანკო ადამიანი": დომენიკ-ჟან ლარეი
Friday Aug 09, 2019
Friday Aug 09, 2019
დომენიკ-ჟან ლარეის პორტრეტი (ან-ლუი ჟიროდე-ტრიოსონის ნახატი, ლუვრის მუზეუმი)
ჟან-დომენიკ ლარეი... ამ კაცის სახელი დღესდღეობით არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის მაგრამ ნაპოლეონის ომების პერიოდში ლარეი მთელს ევროპაში იყო ცნობილი და მას დიდ პატივს სცემდნენ. ლარეი იყო ფრანგული ჯარის მთავარი ქირურგი და სამხედრო მედიცინის უბადლო ნოვატორი რომელმაც ათასობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. "თუ ოდესმე საჭირო გახდა ჯარის საპატივცემულოდ ერთი პიროვნების ძეგლის დადგმა," აღნიშნა ნაპოლეონმა, "ეს პიროვნება უთუოდ ლარეი უნდა იყოს. ის ხომ ყველა დაჭრილსა და დამაშვრალსა თავისი ოჯახის წევრად თვლის."
Sunday Aug 25, 2019
ნაწილი 60: იმპერიის საპასუხო დარტყმა, 1813 წლის გაზაფხულის კამპანია
Sunday Aug 25, 2019
Sunday Aug 25, 2019
ნაპოლეონი 1813 წელს (ერნესტ კროფტსის ნახატი)
დღევანდელ ეპიზოდში განვიხილავთ ნაპოლეონის მიერ ფრანგული ჯარის აღორძინებას რუსეთში დამარცხების შემდეგ და მის მიერ 1813 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ წარმატებულ კამპანიას.
Wednesday Aug 28, 2019
ნაწილი 61: "ორი ბიჭის ამბავი" - ნაპოლეონი და მისი შთამომავლობა
Wednesday Aug 28, 2019
Wednesday Aug 28, 2019
ელეონორა დენუელი დე ლა პლანი, ნაპოლეონის პირველი ვაჟის დედა.
მართალია ნაპოლეონის ერთადერთი კანონიერი შვილი გარდაიცავალ უშვილოდ 1832 წელს, დღეისათვის არსებობს 100-ზე მეტი პიროვნება რომელთა უშუალო წინაპარი ნაპოლეონია, მათ უმეტესობაა ნაპოლეონის უკანონო შვილების, შარლ ლეონის და ალექსანდრე ვალევსკის, შთამომავლობა.