Episodes
Thursday Oct 11, 2018
ნაწილი 48: 1809 წელი - იმპერატორის უკანასკნელი ტრიუმფი - ნაწილი 4
Thursday Oct 11, 2018
Thursday Oct 11, 2018
ნაპოლეონის ვაგრამის ბრძოლის დროს (ორას ვერნეს ნახატი)
დღეს ჩვენ ვასრულებთ მეხუთე კოალიციის ომის განხილვას და ვსაუბრობთ ვაგრამის ბრძოლაზე, ნაპოლეონის ომების ერთ-ერთ უდიდეს შეტაკებაზე რომელიც ნაპოლეონმა მოიგო 1809 წლის 5-6 ივლისს.
ერცჰერცოგი კარლი 1809 წლის კამპანიის დროს (იოჰან პიტერ კრაფტის ნახატი)
Friday Oct 12, 2018
ნაწილი 49: "დიდი არმიის ნესტორი" - მარშალი ფრანსუა ეტიენ კელერმანი
Friday Oct 12, 2018
Friday Oct 12, 2018
ფრანსუა ეტიენ კრისტოფ კელერმანი საფრანგეთის არმიისთვის სიმამაცისა და გამოცდილების სიმბოლოს წარმოადგენდა. ამავე დროს პატიოსნობითა და სამართლიანობით განთქმულ კელერმანს დიდ პატივს სცემდნენ ჯარში. თვით ნაპოლეონმაც ჯეროვნად დააფასა მისი დამსახურებები და საფრანგეთის საპატიო მარშლობა უბოძა. ნაპოლეონის მარშლების უმრავლესობისაგან განსხვავებით, კელერმანმა თავისი წარმატებების დიდ ნაწილს სწორედ ძველი რეჟიმის დროს მიაღწია და ნაპოლეონის ომებში მონაწილეობა არ მიუღია.
Wednesday Oct 24, 2018
ნაწილი 50: "Le Grand Empire" - ნაპოლეონის იმპერია 1809-1811 წლებში
Wednesday Oct 24, 2018
Wednesday Oct 24, 2018
1805-1809 წლებში მოპოვებული გამარჯვებების შედეგად ნაპოლეონს მიეცა საშუალება შეექმნა დიდი იმპერია რომელიც, მის წარმოდგენაში, აწი უკვე დაშლილი საღვთო რომის იმპერიის ადგილს დაიკავებდა და ევროპის გაერთიანებას დაისახავდა მიზნად. ნაპოლეონის ამ მისწრაფებამ, მიუხედავად იმისა რომ ის ხანმოკლე აღმოჩნდა, დიდი ზეგავლენა იქონია თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების და საზოგადოებების ჩამოყალიბების პროცესში. იმპერიულ რეჟიმს ახასიათებდა როგორც პროგრესული ისე რეაქციული მისწრაფებები, რის გამოც ფრანგი ისტორიკოსი ლუი ბერჟერონი აღნიშნავს რომ “პარადოქსალურია მაგრამ ნაპოლეონი ერთდროულად უსწრებდა და ჩამორჩეოდა თავის დროს, ის ერთდროულად იყო განმანათლებლობის ეპოქის უკანასკნელი დესპოტი და ამავე დროს თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი.“