
135K
Downloads
88
Episodes
პოდკასტი ნაპოლეონზე და რევოლუციურ ეპოქაზე
Episodes
Jul 19, 2018
Jul 19, 2018
42 min
ნაპოლეონის შეხვედრა ავსტრიის ელჩთან ერფურტის კონგრესის დროს. მარჯვენა მხარეს სავარძელთან დგას რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე (ნიკოლას გოსეს ნახატი)
დღეს ვსაუბრობთ ქალაქ ერფურტში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია ნაპოლეონს და პრაქტიკულად არც ერთ საკითხში არ დაუთმო მას. არადა, ნაპოლეონს ძალიან სჭირდებოდა რუსეთის მხარდაჭერა, რადგანაც ის ამ დროს ღრმად ჩაეფლო ესპანეთში.

პოლონელთა იერიში ესპანელთა პოზიციებზე სომოსიერას ხეობაში (იანუარი სუხოდოლსკის ნახატი)
