საუბრები ნაპოლეონზე header image 1

ნაწილი 16: ბონაპარტი როგორც დიპლომატი: ლეობენი და კამპო ფორმიო, 1797 წ.

December 15th, 2016

ამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ნაპოლეონის იტალიური კამპანიის დასრულების შემდგომ მოვლენებს, დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ავსტრიელებთან და კამპო ფორმიოს ზავის დადებას. ასევე ვსაუბრობთ როიალისტთა გააქტიურებაზე საფრანგეთში და მათ წინააღმდეგ ნაპოლეონის ბრძოლაზე.

 

ნაწილი 15: არკოლა, რივოლი და იტალიური კამპანიის დასასრული

December 2nd, 2016

ამ პოდკასტში მიმოვიხილავთ ნაპოლეონის 1796-97 წლების იტალიური კამპანიის ბოლო პერიოდს: ავსტრიელთა წარუმატებელ კონტრშეტევებს ფრანგთა წინააღმდეგ, რივოლისა და არკოლას ცნობილ ბრძოლებს, რომის პაპის დამარცხებასა და ფრანგთა გალაშქრებას ავსტრიაზე, რასაც მოჰყვა მათ სასარგებლოდ ზავის დადება ავსტრიის იმპერიასთან.

-

Podbean App

Play this podcast on Podbean App