
134.5K
Downloads
88
Episodes
პოდკასტი ნაპოლეონზე და რევოლუციურ ეპოქაზე
Episodes
Oct 11, 2016
Oct 11, 2016
44 min
ცოტა გრძელი პაუზის შემდეგ, ვაგრძელებთ ჩვენს საუბარს და დღევანდელ პოდკასტში განვიხილავთ ნაპოლეონის სამხედრო ხელოვნებას.
Oct 18, 2016
Oct 18, 2016
32 min
ამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ნაპოლეონის პირველი იტალიური ლაშქრობისათვის მზადების პერიოდს (1796 წლის თებერვალი-აპრილი), პოლიტიკურ სიტუაციას, მებრძოლ მხარეთა სამხედრო ძალებს, რიცხოვნობას და მიზნებს. პოდკასტის დასაწყისში გამოვიყენეთ ცნობილი ფრანგული სამხედრო სიმღერა La Chanson de l'oignon.
Oct 25, 2016
Oct 25, 2016
23 min
1796 წლის აპრილში გენერალ ბონაპარტის „იტალიის არმია" ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით სარდინია-პიემონტში შეიჭრა და იქ განლაგებულ ავსტრიელ და სარდინიელ ჯარებზე იერიში მიიტანა. ლაშქრობის პირველი ორი კვირა ფრანგებისათვის მეტად წარმატებული გამოდგა. 11-15 აპრილს ბონაპარტმა მოიპოვა გამარჯვებები მონტენოტესთან, მილეზიმოსთან, კოსერიასთან და დეგოსთან. შედეგად, მან შეძლო მოკავშირეთა პოზიციების გარღვევა და ცენტრალური პოზიციის დაკავება. აპრილის ბოლოსთვის, მოწინააღმდეგეთაგან ერთი, სარდინია-პიემონტი, დამარცხებული და ასპარეზიდან უკვე გამოთიშული იყო, ხოლო მეორე, ავსტრიელები, უკუგდებული მდინარე პოსკენ.
