საუბრები ნაპოლეონზე header image 1

ნაწილი 9: “გენერალი ვანდემიერი,” 1795 წლის ოქტომბერი

September 30th, 2016

საუბარი გვაქვს ნაპოლეონის ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტზე - ვანდემიერის ამბოხების ჩახშობაშაზე. გენერალი ბონაპარტი პარიზში იყო როდესაც 1795 წლის 3 ოქტომბერს ქალაქში როიალისტებისა და კონტრრევოლუციონერების შეიარაღებულმა აჯანყებამ იფეთქა. მის ჩახშობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ბონაპარტმა რომელმაც. აქამდე უპრეცედენტო საშუალებით, მოქალაქეთა წინააღმდეგ არტილერიის გამოყენებით, დაამარცხა აჯანყებულები და ახლად დაარსებული დირექტორიის სიმპათიები მოიხვეჭა.

640px-13Vend_miaire.jpg
13 ვანდემიერის ამბოხება: შეტაკება სენ-როშის ეკლესიის კიბეებზე (სენ ჰონორეს ქუჩაზე) (მხატვარი შარლ მონე)

ნაწილი 8: ომი და სიყვარული: 1794-1795 წწ.

September 29th, 2016

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ 1794-1795 წლებზე, რომლებიც ნაპოლეონისათვის მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა. ქალაქ ტულონის აღების შემდეგ მან გენერლის წოდება მოიპოვა, პოლიტიკური კავშირებიც გააბა, და თითქოს აღმასვლის გზას დაადგა. მაგრამ 1794 წლის ივლისში იაკობინელთა ხელისუფლება დაემხო და გენერალი ბონაპარტი პოლიტიკურად არასაიმედო პირად იქცა. სწორედ ამ პერიოდში მან გაიცნო და შეიყვარა ახალგაზრდა ეჟენი დეზირე კლარი, მაგრამ არც ამ მხრივ გაუმართლა...

Queen_desideria_by_locati-2.jpeg
შვედეთის დედოფალი დეზირე კლარი, 1820-იანი წლები


1794 წლის გაზაფხულის სამხედრო კამპანიის ადვილად გასაგებად, პოდკასტს თან ვურთავთ (Facebook-ზე) რუკას.


პოდკასტში გამოვიყენეთ ორი რევოლუციური სიმღერა. თავდაპირველად მოისმენთ სიმონ შარლ კატელის მიერ დაწერილ "ჰიმნს ფლერუსის ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებაზე" (Hymne à la victoire sur la bataille de Fleurus) რომელიც საფრანგეთის მიერ 1794 წელს მოპოვებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო გამარჯვების აღსანიშნავად დაიწერა. შემდეგ, თერმიდორის მოვლენების საუბრისას, გამოვიყენეთ 1795 წელს მარი ჟოზეფ შენიეს და ეტიენ ნიკოლა მეჰულის მიერ დაწერილი "9 თერმიდორის ჰიმნი" (Hymne du 9 Thermidor) რომელიც რობესპიერის და მისი იაკობინელების დამხობას ზეიმობს.

Salut ! neuf thermidor, jour de la délivrance, 
Tu viens purifier un sol ensanglanté ! 
Pour la seconde fois, tu fais luire à la France 
Les rayons de la liberté ; (bis)

ნაწილი 7: ტულონი, 1793 წ.

September 21st, 2016

დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ ნაპოლეონის ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტზე, ქალაქ ტულონის ალყაზე, სადაც მან პირველად გამოიჩინა თავი და დიდება მოიხვეჭა.


გენერალი ჟან ბატისტი კარტო; მის მიერ შესრულებული მეფე ლუი მე-16-ს პორტრეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.


G%C3%A9n%C3%A9ral_Jean_Baptiste_Fran%C3%


პოდკასტში გამოვიყენეთ რამოდენიმე სიმღერა:

1. Le Bonnet de la Liberté - 1793 წელს დაწერილი სიმღერაა რომლის სათაური რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოს, წითელ ფრიგიულ ჩაჩს, გულისხმობს.  

Que ce bonnet , aux bons français donne de grâces
Que ce bonnet, sur nos fronts fait un bel effet
Aux aristocratiques faces
Rien ne cause tant de grimace
Que ce bonnet
2. Chanson Royale - ეს გახლავთ ცნობილი ინგლისური სიმღერის, God Save the King, ფრანგულ-ენოვანი ვერსია რომელიც 1794-1795 წლებში გავრცელდა როიალისტურ წრეებში და მეფე ლუი მე-16 შვილს, ლუი-შარლს, ეძღვნებოდა, რაც პირველი სტროფშივე შეინიშნება:

De notre jeune roi prends pitié, Dieu puissant,
Dieu bienfaisant !
Contre les oppresseurs, que ton bras foudroyant
Signale son pouvoir, c’est l’effroi du méchant.
3. La Marseillaise des Blancs - ეს გახლავთ როჟე დე ლილის მიერ დაწერილი სახელგანთქმული "მარსელიეზას" გადაკეთებული ვერსია, რომელსაც "როიალისტურ მარსეილიეზას" უწოდებდნენ. სიმღერის ტექსტი შეცვლილია და რევოლუციის ქება-დიდების ნაცვლად, სიმღერა რევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.

Allons armée catholique
Le jour de gloire est arrivé 
Contre nous de la République 
L'étendard sanglant est levé (bis) 
Otendez vés dans quiés campagnes 
Les cris impurs des scélérats? 
Gle venans jusque dans vos bras 
Prendre vos feilles et vos femmes.
Aux armes Poitevins! formez vos bataillons
Marchez, marchez, le sang des Bleus rogira vos sellions

- Older Posts »

Podbean App

Play this podcast on Podbean App