Episodes
Sep 7, 2016
ნაწილი 4: ნაპოლეონი, რევოლუცია და კორსიკა
Sep 7, 2016
Sep 7, 2016
23 min
პოდკასტის მორიგ გამოშვებაში ვსაუბრობთ კორსიკაზე მიმდინარე რევოლუციურ ცვლილებებზე და ნაპოლეონსა და პასკუალე პაოლის შორის დაპირისპირებაზე.
Sep 14, 2016
Sep 14, 2016
31 min
მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო! ცოტაოდენ დაგვიანებით გთავაზობთ პოდკასტის ახალ გამოშვებას რომელიც საფრანგეთში და კორსიკაზე 1791-1792 წლებში მიმდინარე მოვლენებს შეეხება. პოდკასტის ჩაწერისას გამოვიყენეთ რამოდენიმე რევოლუციური სიმღერაც: თავდაპირველად გთავაზობთ ნაწყვეთს La Carmagnole-დან, რომელიც 1792 წლის ზაფხულში შეიქმნა და მეტად პოპულარული იყო რევოლუციონერებს შორის. შემდეგ, ომზე საუბრისას, თქვენ მოისმენთ Chant du départ-ს, რომელიც ეტიენ ნიკოლა მეულმა და მარი-ჟოზეფ შენიემ შექმენს 1794 წელს. აღსანიშნავია რომ სწორედ ეს სიმღერა ( და არა მარსელიეზა) გახდა შემდგომში ნაპოლეონის იმპერიის ჰიმნი. და ბოლოს, პოდკასტში ასევე მოისმენთ ნაწყვეტს მარსელიეზიდან (La Marseillaise) რომელიც კლოდ ჟოზეფ რუჟე დე ლილმა შექმნა 1792 წელს და უმალვე რევოლუციის სიმბოლოდ იქცა.
Sep 16, 2016
Sep 16, 2016
35 min
დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ 1792 წლის ზაფხულში პარიზში მომხდარ მოვლენებზე და ნაპოლეონის (და მისი ოჯახის) კორსიკიდან გაძევებაზე. კორსიკული ოცნებები, იდეალიზმი, ახალგაზრდული აღტაცება უკვალოდ გაქრა... ნაპოლეონი ამიერიდან უფრო ფხიზელი და პრაქტიკული ხდება.
Sep 21, 2016
ნაწილი 7: ტულონი, 1793 წ.
Sep 21, 2016
Sep 21, 2016
26 min
დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ ნაპოლეონის ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტზე, ქალაქ ტულონის ალყაზე, სადაც მან პირველად გამოიჩინა თავი და დიდება მოიხვეჭა.

Sep 29, 2016
ნაწილი 8: ომი და სიყვარული: 1794-1795 წწ.
Sep 29, 2016
Sep 29, 2016
44 min
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ 1794-1795 წლებზე, რომლებიც ნაპოლეონისათვის მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა. ქალაქ ტულონის აღების შემდეგ მან გენერლის წოდება მოიპოვა, პოლიტიკური კავშირებიც გააბა, და თითქოს აღმასვლის გზას დაადგა. მაგრამ 1794 წლის ივლისში იაკობინელთა ხელისუფლება დაემხო და გენერალი ბონაპარტი პოლიტიკურად არასაიმედო პირად იქცა. სწორედ ამ პერიოდში მან გაიცნო და შეიყვარა ახალგაზრდა ეჟენი დეზირე კლარი, მაგრამ არც ამ მხრივ გაუმართლა...


