Episodes
Aug 18, 2016
შესავალი
Aug 18, 2016
Aug 18, 2016
2 min
მოგესალმებით ნაპოლეონის ეპოქის თემაზე შექმნილი პირველი ქართული პოდკასტის გვერდზე!
პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე" შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIXსაუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. მიმოხილული იქნება დიდი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონის ცხოვრება და მოღვაწეობა მისი დაბადებიდან სიკვდილამდე, ასევე, ეპოქის სხვა გამორჩეული პიროვნებები და განსაკუთრებულად აღსანიშნავი ისტორიული მოვლენები. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი ალექსანდრე მიქაბერიძე და ახალგაზრდა ისტორიკოსი ნიკა ხოფერია.
Aug 18, 2016
ნაწილი 1: კორსიკა და ბუონაპარტეები
Aug 18, 2016
Aug 18, 2016
44 min
პოდკასტის პირველ ნაწილში ჩვენ ვსაუბრობთ კორსიკაზე და ნაპოლეონის ოჯახის წარმომავლობაზე. მართალია ცოტა გრძელი გამოგვივიდა და მცირეოდენის ტექნიკური პრობლემები გადაგვხდა, მაგრამ მგონი პირველი ცდისათვის ცუდი საუბარი არ გამოგვივიდა.
Aug 21, 2016
ნაწილი 2: ნაპოლეონის ბავშვობა და სკოლის წლები
Aug 21, 2016
Aug 21, 2016
39 min
პოდკასტის მეორე ნაწილში ჩვენ ვსაუბრობთ ნაპოლეონის ბავშვობაზე, კორსიკაზე გატარებულ წლებზე და შემდეგ საფრანგეთში სასწავლებლად გამგზავრებაზე.
Aug 29, 2016
Aug 29, 2016
33 min
გთავაზობთ ახალ პოდკასტს - ამჯერად ვსაუბრობთ ნაპოლეონის ახალგაზრდობის წლებზე, პარიზის სამხედრო სკოლის დასრულებიდან რევოლუციის დაწყებამდე.

