Episodes

Thursday Aug 18, 2016
შესავალი
Thursday Aug 18, 2016
Thursday Aug 18, 2016
მოგესალმებით ნაპოლეონის ეპოქის თემაზე შექმნილი პირველი ქართული პოდკასტის გვერდზე!
პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე" შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIXსაუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. მიმოხილული იქნება დიდი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონის ცხოვრება და მოღვაწეობა მისი დაბადებიდან სიკვდილამდე, ასევე, ეპოქის სხვა გამორჩეული პიროვნებები და განსაკუთრებულად აღსანიშნავი ისტორიული მოვლენები. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი ალექსანდრე მიქაბერიძე და ახალგაზრდა ისტორიკოსი ნიკა ხოფერია.

Thursday Aug 18, 2016
ნაწილი 1: კორსიკა და ბუონაპარტეები
Thursday Aug 18, 2016
Thursday Aug 18, 2016
პოდკასტის პირველ ნაწილში ჩვენ ვსაუბრობთ კორსიკაზე და ნაპოლეონის ოჯახის წარმომავლობაზე. მართალია ცოტა გრძელი გამოგვივიდა და მცირეოდენის ტექნიკური პრობლემები გადაგვხდა, მაგრამ მგონი პირველი ცდისათვის ცუდი საუბარი არ გამოგვივიდა.

Sunday Aug 21, 2016
ნაწილი 2: ნაპოლეონის ბავშვობა და სკოლის წლები
Sunday Aug 21, 2016
Sunday Aug 21, 2016
პოდკასტის მეორე ნაწილში ჩვენ ვსაუბრობთ ნაპოლეონის ბავშვობაზე, კორსიკაზე გატარებულ წლებზე და შემდეგ საფრანგეთში სასწავლებლად გამგზავრებაზე.

Monday Aug 29, 2016
ნაწილი 3: ნაპოლეონის ახალგაზრდობის წლები, 1785-1789.
Monday Aug 29, 2016
Monday Aug 29, 2016
გთავაზობთ ახალ პოდკასტს - ამჯერად ვსაუბრობთ ნაპოლეონის ახალგაზრდობის წლებზე, პარიზის სამხედრო სკოლის დასრულებიდან რევოლუციის დაწყებამდე.

Wednesday Sep 07, 2016
ნაწილი 4: ნაპოლეონი, რევოლუცია და კორსიკა
Wednesday Sep 07, 2016
Wednesday Sep 07, 2016
პოდკასტის მორიგ გამოშვებაში ვსაუბრობთ კორსიკაზე მიმდინარე რევოლუციურ ცვლილებებზე და ნაპოლეონსა და პასკუალე პაოლის შორის დაპირისპირებაზე.

Wednesday Sep 14, 2016
ნაწილი 5: საფრანგეთსა და კორსიკას შორის: ნაპოლეონი 1791-1792 წწ.
Wednesday Sep 14, 2016
Wednesday Sep 14, 2016
მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო! ცოტაოდენ დაგვიანებით გთავაზობთ პოდკასტის ახალ გამოშვებას რომელიც საფრანგეთში და კორსიკაზე 1791-1792 წლებში მიმდინარე მოვლენებს შეეხება. პოდკასტის ჩაწერისას გამოვიყენეთ რამოდენიმე რევოლუციური სიმღერაც: თავდაპირველად გთავაზობთ ნაწყვეთს La Carmagnole-დან, რომელიც 1792 წლის ზაფხულში შეიქმნა და მეტად პოპულარული იყო რევოლუციონერებს შორის. შემდეგ, ომზე საუბრისას, თქვენ მოისმენთ Chant du départ-ს, რომელიც ეტიენ ნიკოლა მეულმა და მარი-ჟოზეფ შენიემ შექმენს 1794 წელს. აღსანიშნავია რომ სწორედ ეს სიმღერა ( და არა მარსელიეზა) გახდა შემდგომში ნაპოლეონის იმპერიის ჰიმნი. და ბოლოს, პოდკასტში ასევე მოისმენთ ნაწყვეტს მარსელიეზიდან (La Marseillaise) რომელიც კლოდ ჟოზეფ რუჟე დე ლილმა შექმნა 1792 წელს და უმალვე რევოლუციის სიმბოლოდ იქცა.

Friday Sep 16, 2016
ნაწილი 6: კორსიკული ოცნებების დამსხვრევა, 1793 წ.
Friday Sep 16, 2016
Friday Sep 16, 2016
დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ 1792 წლის ზაფხულში პარიზში მომხდარ მოვლენებზე და ნაპოლეონის (და მისი ოჯახის) კორსიკიდან გაძევებაზე. კორსიკული ოცნებები, იდეალიზმი, ახალგაზრდული აღტაცება უკვალოდ გაქრა... ნაპოლეონი ამიერიდან უფრო ფხიზელი და პრაქტიკული ხდება.
1792 წლის 20 ივნისის ამბოხებაზე საუბრისას, გამოვიყენეთ ცნობილი რევოლუციური სიმღერა, Ça ira, რომელიც მეტად პოპულარული იყო რადიკალურად განწყობილი პარიზელებს შორის. სიმღერის მისამღერია:
Ah! ça ira, ça ira, ça ira - ყველაფერი კარგად იქნება
les aristocrates à la lanterne! - არისტოკრატებს ვიხილავთ ლამპიონებეზე
Ah! ça ira, ça ira, ça ira - ყველაფერი კარგად იქნება
les aristocrates on les pendra! - არისტოკრატებს ყველას ჩამოვახრჩობთ!
Si on n’ les pend pas - თუ არ ჩამოვახრჩობეთ
On les rompra - მაშინ წელში გადავტეხთ
Si on n’ les rompt pas - და თუ არ გადავხტეხთ
On les brûlera. - მაშინ მათ ყველას დავწვავთ
Ah! ça ira, ça ira, ça ira - ყველაფერი კარგად იქნება

Wednesday Sep 21, 2016
ნაწილი 7: ტულონი, 1793 წ.
Wednesday Sep 21, 2016
Wednesday Sep 21, 2016
დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ ნაპოლეონის ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტზე, ქალაქ ტულონის ალყაზე, სადაც მან პირველად გამოიჩინა თავი და დიდება მოიხვეჭა.
გენერალი ჟან ბატისტი კარტო; მის მიერ შესრულებული მეფე ლუი მე-16-ს პორტრეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
პოდკასტში გამოვიყენეთ რამოდენიმე სიმღერა:
1. Le Bonnet de la Liberté - 1793 წელს დაწერილი სიმღერაა რომლის სათაური რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოს, წითელ ფრიგიულ ჩაჩს, გულისხმობს.
Que ce bonnet , aux bons français donne de grâces
Que ce bonnet, sur nos fronts fait un bel effet
Aux aristocratiques faces
Rien ne cause tant de grimace
Que ce bonnet
2. Chanson Royale - ეს გახლავთ ცნობილი ინგლისური სიმღერის, God Save the King, ფრანგულ-ენოვანი ვერსია რომელიც 1794-1795 წლებში გავრცელდა როიალისტურ წრეებში და მეფე ლუი მე-16 შვილს, ლუი-შარლს, ეძღვნებოდა, რაც პირველი სტროფშივე შეინიშნება:
De notre jeune roi prends pitié, Dieu puissant,
Dieu bienfaisant !
Contre les oppresseurs, que ton bras foudroyant
Signale son pouvoir, c’est l’effroi du méchant.
3. La Marseillaise des Blancs - ეს გახლავთ როჟე დე ლილის მიერ დაწერილი სახელგანთქმული "მარსელიეზას" გადაკეთებული ვერსია, რომელსაც "როიალისტურ მარსეილიეზას" უწოდებდნენ. სიმღერის ტექსტი შეცვლილია და რევოლუციის ქება-დიდების ნაცვლად, სიმღერა რევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.
Allons armée catholique
Le jour de gloire est arrivé
Contre nous de la République
L'étendard sanglant est levé (bis)
Otendez vés dans quiés campagnes
Les cris impurs des scélérats?
Gle venans jusque dans vos bras
Prendre vos feilles et vos femmes.
Aux armes Poitevins! formez vos bataillons
Marchez, marchez, le sang des Bleus rogira vos sellions

Thursday Sep 29, 2016
ნაწილი 8: ომი და სიყვარული: 1794-1795 წწ.
Thursday Sep 29, 2016
Thursday Sep 29, 2016
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ 1794-1795 წლებზე, რომლებიც ნაპოლეონისათვის მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა. ქალაქ ტულონის აღების შემდეგ მან გენერლის წოდება მოიპოვა, პოლიტიკური კავშირებიც გააბა, და თითქოს აღმასვლის გზას დაადგა. მაგრამ 1794 წლის ივლისში იაკობინელთა ხელისუფლება დაემხო და გენერალი ბონაპარტი პოლიტიკურად არასაიმედო პირად იქცა. სწორედ ამ პერიოდში მან გაიცნო და შეიყვარა ახალგაზრდა ეჟენი დეზირე კლარი, მაგრამ არც ამ მხრივ გაუმართლა...
შვედეთის დედოფალი დეზირე კლარი, 1820-იანი წლები
1794 წლის გაზაფხულის სამხედრო კამპანიის ადვილად გასაგებად, პოდკასტს თან ვურთავთ (Facebook-ზე) რუკას.
პოდკასტში გამოვიყენეთ ორი რევოლუციური სიმღერა. თავდაპირველად მოისმენთ სიმონ შარლ კატელის მიერ დაწერილ "ჰიმნს ფლერუსის ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებაზე" (Hymne à la victoire sur la bataille de Fleurus) რომელიც საფრანგეთის მიერ 1794 წელს მოპოვებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო გამარჯვების აღსანიშნავად დაიწერა. შემდეგ, თერმიდორის მოვლენების საუბრისას, გამოვიყენეთ 1795 წელს მარი ჟოზეფ შენიეს და ეტიენ ნიკოლა მეჰულის მიერ დაწერილი "9 თერმიდორის ჰიმნი" (Hymne du 9 Thermidor) რომელიც რობესპიერის და მისი იაკობინელების დამხობას ზეიმობს.
Salut ! neuf thermidor, jour de la délivrance,
Tu viens purifier un sol ensanglanté !
Pour la seconde fois, tu fais luire à la France
Les rayons de la liberté ; (bis)

Friday Sep 30, 2016
ნაწილი 9: "გენერალი ვანდემიერი," 1795 წლის ოქტომბერი
Friday Sep 30, 2016
Friday Sep 30, 2016
საუბარი გვაქვს ნაპოლეონის ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტზე - ვანდემიერის ამბოხების ჩახშობაშაზე. გენერალი ბონაპარტი პარიზში იყო როდესაც 1795 წლის 3 ოქტომბერს ქალაქში როიალისტებისა და კონტრრევოლუციონერების შეიარაღებულმა აჯანყებამ იფეთქა. მის ჩახშობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ბონაპარტმა რომელმაც. აქამდე უპრეცედენტო საშუალებით, მოქალაქეთა წინააღმდეგ არტილერიის გამოყენებით, დაამარცხა აჯანყებულები და ახლად დაარსებული დირექტორიის სიმპათიები მოიხვეჭა.
13 ვანდემიერის ამბოხება: შეტაკება სენ-როშის ეკლესიის კიბეებზე (სენ ჰონორეს ქუჩაზე) (მხატვარი შარლ მონე)